http://www.awa.org.ge

ასოციაციამ ,,ღირსეული სიბერე“ პროგრამის ,,საოჯახო ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობის" ფარგლებში იმ ბენეფიციარებს, რომლებიც სოფლის მეურნეობით, კერძოდ მეცხოველეობით არიან დაკავებული შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა. ოთხ მეცხოველეს, რომლებსაც საკუთარი მინი საოჯახო მერძევეობის ფერმა გააჩნიათ თანამედროვე, რძის მექანიკური სეპარატორები გადაეცათ. ესენი არიან: გაბაიძე ელიკო, რომელიც 17 სულ მსხვილფეხა რქოსან მეწველ პირუტყვს უვლის, ნარგიზ ქათამაძე, რომელის საოჯახო ფერმაში13 სული ძროხაა, 9 სული მეწველი პირუტყვის პატრონი მზია სურმანიძე და შუშანა ქათამაძე, რომელსაც სადღეისოდ 7 სული მეწველი ძროხა ჰყავს და ახლო მომავალში სამს კიდევ ელოდება. 
პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელსეწყობისა და სოციალურ-ეკონომიური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ პროექტის ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.

უკან