http://www.awa.org.ge

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი ,,ინტელექტი“ ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ და დემოკრატიის ინსტიტუტის პარტნიორობით ახორციელებდა პროექტს „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“. ორგანიზაციამ პროეტის ორი წლის შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება ქ. ქობულეთში, საზოგადოებრივ კოლეკში "ახალ ტალღში" გამართა. პროექტი აჭარაში მცხოვრებ ეკოლოგიურ და შრომით მიგრანტებს სთავაზობდა უფასო პროფესიულ სწავლება-გადამზადებას, უფასო იურიდიულ კონსულტაციას და მცირე ბიზნესის დაწყება-განვითარებისთვის გრანტებს. პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 19 მცირე ბიზნესი და 2 სოციალური საწარმო. ორგანიზაციას პროფესიული სწავლების საგრანტო პროგრამით 143 კურსდამთავრებული ჰყავს და სასწავლო პროგრამებს კიდევ 40 ბენეფიციარი გადის.. პროექტი ხორციელდებოდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით

უკან