http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის" ოფისის ეზოში სააღდგომო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თვითნაკეთი სუვენირები, სამკაულები, სამზარეულოს აქსესუარები, რძის ნაწარმი, კვერცხი, პასკა, ბატიბუტი, ყავა, თაფლი და ფუტკრის პროდუქტები, მარწყვი, ბოსტნეული, მწყერი, მწყერის კვერცხი, წიწილები, თევზი, ჩითილები, ყვავილები, არაყი და ღვინო. პროდუქცია გასაყიდად გამოიტანეს ასოციაციის იმ ბენეფიციარებმა, რომლებმაც დაფინანსდნენ მცირე გრანტით ევროკავშირის მხარდაჭერილი კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. აქციის შედეგად შეგროვებული თანხა მოხმარდება სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის სააღდგომო საჩუქრები შეძენას.

უკან