http://www.awa.org.ge

დღეს, ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ოფისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ფერმერ ბენეფიციარებს ქობულეთის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის აგრონომმა ლაშა მელაძემ აგროსერვის ცენტრის ის სიახლეები და სერვისები გააცნო, რომელთა გამოყენებაც მათ მეურნეობის განვითარებაში დაეხმარება. აგროსერვისცენტრში მოქმედებს ფერმერთა კონსულტირების, ნიადაგის აგროქიმიური კვლევის, ხილის შრობა-გადამუშებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სერვისები. საინფრომაციო შეხვედრის დასასრულს ლაშა მელაძემ ბენეფიციარების კითხვებს უპასუხა. საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა პროექტის ,,დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ ფარგლებში. პროექტის დონორია ევროკავშირი.

უკან