http://www.awa.org.ge

ძვირფასო მეგობრებო! გთხოვთ შემოუერთდეთ საახალწლო საქველმოქმედო აქციას ,,კეთილი ახალი წელი" და შეიძინოთ ჩვენი ბენეფიციარების მიერ დამზადებული საახალწლო სათამაშოები: ბედის ანგელოზები, სიკეთის ბურთები, იღბალის გვირგვინები, კეთილი ფერიები და ზოდიაქოს ნიშნები. თითოეული სათამაშოს მორთვაზე ხანდაზმულებმა ბევრი იშრომეს, ბევრი სითბო და იმედი ჩააქსოვეს ნაძვისხის ლამაზ მოსართავებში. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მარტოხელა მოხუცთათვის საახალწლო ტკბილეულის შეძენას. 15 ლარის შენაძენი ერთი ბენეფიციარის ტკბილეულის პაკეტის ღირებულებას უზრუნველყოფს. ერთად ვაკეთოთ სიკეთე და გავულამაზოთ მოხუცებს საახალწლო დღეები! ბათუმი - ქობულეთის ფარგლებში სათამაშოების მიტანა უფასოა. აჭარის ფარგლებს გარეთ შენაძენი ფოსტით გამოიგზავნება (ფოსტის ხარჯი 3 ლარია) საკონტაქტო ტელეფონებია: მარიანა: 571 96 80 80 დარინა 577 45-25-09 ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია: ს/ს ,,საქართველოს ბანკი" N BAGAGE22 მიმღების დასახელება: ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე" მიმღების ნომერი: GE81BG0000000269832400GEL გადარიცხვის დანიშნულება: შემოწირულობა ასოციაციის ბენეფიციართათვის ოფისი: ქობულეთი რუსთაველის 36

უკან