http://www.awa.org.ge

დღეს, ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ მოხალისეები ქობულეთის უპოვართა სასადილოს სტუმრობდნენ. ახალგაზრდები სასადილოს ბენეფიციარებს სპეციალურად გამომცხვარი ფუნთუშებით და ლიმონათებით გაუმასპინძლდნენ. აქცია სიკეთის სპონტანური გამოვლინების დღეს მიეძღვნა, რომელსაც 17 თებერვალს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ. ასოციაცია მადლობას უხდის სოფ. მუხაესტატეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს დიანა ჯაფარიძეს, ანა ცეცხლაძე და თამუნა მახარაძეს აქტიურობისათვის. ასოციაცია საქველმოქმედო აქციებს ადგილობრივი შემოწირულობებით ატარებს. შემდგომი აქციები სარვამარტოდ და სააღდგომოდ იგეგმება. თუ სურვილი გაქვთ ჩაერთოთ საქველმოქმედო აქციებში მოგვმართეთ ორგანიზაციის ოფისში (ქობულეთი, რუსთაველის 36) ან დაგვირეკეთ 599 40 19 15. ქობულეთის უპოვართა სასადილოში 280 ბენეფიციარი ყოველდღე სადილობს. აღსანიშნავია ასევე, რომ სასადილოს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ბენეფიციარები ამჯერად სასადილოს მომსახურეობით კმაყოფილები არიან.

უკან