http://www.awa.org.ge

წინასაახალწლოდ ასოციაციამ „ღირსეული სიბერე“ ტრადიციული საახალწლო საქველმოქმედო აქცია „კეთილი ახალი წელი“ განახორციელა. აქციის ფარგლებში მსურველებს ონლაინ რეჟიმში შეეძლოთ შეეძინათ ჩვენი ბენეფიციარების და მოხალისეების მიერ დამზადებული საახალწლო სათამაშოები, რომელთა მორთვაზე ხანდაზმულებმა და ასოციაციის მოხალისეებმა ბევრი იშრომეს. აქციიდან შემოსული თანხა 55 უმწო ბენეფიციართათვის საახალწლო ტკბილეულის შეძენას მოხმარდა. ასოციაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის ქველმოქმედებისათვის ბიზნესმენებს ავთანდილ ზოიძეს და ირინა პუტურიდს, ასევე გია ცეცხლაძეს და ფირან კალანდაძეს! მადლობა №1,2, 3, 6 სკოლების ადმინისტრაციასა და პედაგოგებს! დიდი მადლობა ჩვენს მოხალისეებს: ანა კენჭაძეს, მაია ქარცივაძეს, მელანია ფუტკარაძეს და ნონა ღვინჯილიას.

უკან