ქობულეთის მუზეუმის ფოიეში დღეს ასოციაცია,,ღირსეული სიბერის" ორგანიზებული საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სააღდგომო თემზე შექმნილი იმ ბენეფიციართა ნამუშვერები, რომლებიც ორგანიზაციის მიმდინარე პროექტების ფარგლებში მცირე გრანტებით დაფინანსდნენ. გამოფენის სლოგანია ,,ერთად ვაკეთოთ სიკეთე“. შეგროვებული თანხა უპოვართათავის კვერცხების და პასკების შეძენას მოხმარდება. გამოფენა გაყიდვა ქობულეთის მუზეუმში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.