http://www.awa.org.ge

მეცხოველეობით დაინტერესებულ ბენეფიციართათვის ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ სემინარებს და საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად ატარებს, სადაც მეცხოველეობის თანამედროვე ასპექტები განიხილება. ამჯერად ბენეფიციარებს სემინარები შპს ,,ხარფურის “ მენეჯერმა მარი კალანდაძემ ჩაუტარა, რომელიც ახალგაზრდობის მიხედავად საკმაოდ გამოცდილი ფერმერია და შესაბამისი ტრენინგები უცხოეთში გაიარა. ბენეფიციარებმა დაწვრილებით მიიღეს ინფორმაცია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გავრცელებულ დაავადებათა შესახებ, რძის პროდუქტების წარმოების სტანდარტებისა და ხარისხის კონტროლის აუცილებელ პირობებზე და სხვა მათთვის საინტერესო საკითხებზე. ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებული კოალიციური პროექტის: ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.

უკან