http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ოფისში მიმდინარეობს სემინარების ციკლი მემცენარეობაში. ამჯერად სემინარი ,,დეკორატიულ მებაღეობასა და მეყვავილეობას“ დაეთმო. ბენეფიციარი გაეცნენ ყვავილების მოვლა-მოყვანისა და გამრავლების მეთოდებს, მცენარის კვებას , დამუშავებას, მულჩირებას, დაავადებების კონტროლს და სხვა საკითხებს. სემინარს უძღვებოდა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ყვავილოვან მცენარეთა კოლექციის კურატორი მაგდა ჯაფარიძე. თეორიული მეცადილეობის შემდეგ ოფისის ეზოში პრაქტიკული მეცადინეობები (ვარდის დაკალმება) ჩატარდა. ბენეფიციარებს ყვავილების ბოლქვები დაურიგდათ. აქტივობა ხორციელდება დემოკრატიის ინსტიტუტი პროექტის - ,,დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში’’ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი. პროექტის პარტნიორია ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე".

უკან