http://www.awa.org.ge

ცოტამ თუ იცის  სვეტლანა საფარიძის ოჯახის  ტრაგიკული წარსული... ქალბატონი ელენე, სვეტლანას დედა საბჭოთა რეჟიმის დროს, როგორც სხვა მრავალი უდანაშაულო ადამიანი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააპატიმრეს და თავის 2 წლის ქალიშვილთან, დედ-მამასა და ძმასთან ერთად, ყაზახეთის ჯოჯოხეთურ გზას გაუყენეს. ნაცრისფერი ბინძური ვაგონებით მგზავრობა ერთი თვე გაგრძელდა. აუტანელი პირობების გამო ბევრი რეპრესირებული გზაშივე დაიღუპა. ყაზახეთში - სტეპში განლაგებულ ხის ბარაკებში მოუხდათ ცხოვრება, სადაც შიმშილი, ინფექციური დაავადებები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ხოლო ყველაზე დიდი პრობლემა კი სასმელი წყლის არარსებობა გახლდათ... სამშობლოში რეაბილიტაციის შემდეგ დაბრუნდნენ, მათ სახლში უკვე სხვა ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ მაინც ბედნიერები იყვნენ, რადგან მთელი ცხოვრება წინ იყო, განსაცდელმა კი ვერ გატეხა ისინი... დღეს შორეული ყაზახეთის მწარე მოგონებები ახსენებს თავს ცხრა ათეულს გადაბიჯებულ ქალბატონ ელენეს, ამიტომ ხშირად აკიაფდება ხოლმე მის თვალებში ცრემლი... ხოლო ქალბატონ სვეტას, რვა შვილიშვილის სიყვარულში დამაშვრალ ბებიას, ბედნიერი აწმყო უხანგრძლივებს დღეებს.

უკან