http://www.awa.org.ge

31 ოქტომბერს, ქობულეთის მუზეუმის დირექტორმა ბატონმა რეზო ტაკიძემ ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის’ ბენეფიციარები ევრიპიდეს ტრაგედიის მიხედვით დადგმული სპექტაკლის ჩვენებაზე მიიწვია. პირველად სპექტაკლი ,,მედეას ტრაგედია" აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში დაიდგა და მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. რეჟისორი ოთარ ქათამაძე ამბობს, რომ სპექტაკლი ემსახურება უძველესი თეატრის გაცოცხლებას და მაქსიმალურად არის დაახლოებული ანტიკური თეატრის ესთეტიკასთან. მასში მონაწილეობდნენ: მარინა ბურდული, მიშიკო ღომიძე, იაგო მორთულაძე, ირაკლი კვერღელიძე, გიორგი ყურავა, გვანცა მხეიძე, მეგი ლომინაძე, ლინდა ხალვაში.

უკან