http://www.awa.org.ge


საქართველოში ტრადიციულად ხანდაზმულთა უმრავლესობა ოჯახში, ახალგაზრდებთან ერთად ცხოვრობს. კრიზისულმა სიტუაციამ , აჩქარებულმა ცხოვრების ტემპმა მკვეთრად შეცვალა ცხოვრების წესი, რამაც თავის მხრიდან გამოიწვია ტრადიციული სტერეოტიპების შეცვლა.თუ პენსიაზე გასვლამდე მოხუცი ოჯახში უფროსად და პატივსაცემ წევრად ითვლებოდა., რომელიც ახერხებდა მატერიალურდ გაძღოლოდა ოჯახს, მიეღო გადაწყვეტილებები, პენსიაზე გასვლის შემდეგ პიროვნება კარგავს მატერიალური დოვლათის შემქმნელის პოზიციას, სუსტდება მისი პრესტიჟი, სადაც იგი აღარ ასრულებს აქტიურ როლს, მასზე ნაკლებად არიან დამოკიდებულნი. მოხუცებში ეს იწვევს უფუნქციობას და ზედმეტად ყოფნის განცდას.              პენსიაზე გასვლის პერიოდში აღინიშნება თავისუფალი დროის სიჭარბე, მარტოხელობის შეგრძნება, რადგან ამ ასაკში ხდება შვილების დაცილება მშობლებთან, ნათესავებისა და ახლობლების რიცხვის თანდათანობით შემცირება., ამ პერიოდს ემთხვევა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და გონებრივი   შესაძლებლობის შესამჩნევი დაქვეითება.

აჩქარებულმა, გადატვირთულმა და  ნერვიულმა ცხოვრების ტემპმა შეცვალა ოჯახის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის ბიორითმი, სადაც თითოეული წევრი ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობდა , იყო საერთო სატკივარი თუ სიხარული. ასაკობრივი შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის  მდგომარეობის მიხედვით, თანაბრად იყო გადანაწილებული ფუნქციები ოჯახის წევრებს შორის.
  ახალგაზრდები მოხუცებთან შედარებით უფრო კონსტრუქციულად გეგმავენ მომავალს, იოლად ერგებიან სიტუაციას, ადვილად უღებენ ალღოს დროს, ღებულობენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ მთელი დღის დაძაბული, თავდაუზოგავი შრომის შემდეგ ოჯახში დაბრუნებულთ აქვთ  განტვირთვის, მოდუნების, სიმშვიდის დასვენების მოთხოვნილება.

 იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ბავშვია, ახალგაზრდა მშობლებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში დაკავებულნი არიან, არ შესწევთ ძალა, მოთმინება, რომ გაართონ, განავითარონ, ესაუბრონ ბავშვს.ბავშვის ინტელექტუალური აღზრდა სტიქიურ ხასიათს ატრებს. ბავშვის ფსიქიკაზე  უზარმაზარი ინფორმაციის ვებერთელა მასა ახდენს ზემოქმედებას  ყოველგვარი დოზირების გარეშე.  ტელევიზორი, კომპიუტერი, ვიდეო და .შ. ბავშვის შემეცნებითი ინტერესების დაკმაყოფილება მის დაუსრულებელ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მხოლოდ ამ გზით ხდება. ახალგაზრდა მშობელთა უმრავლესობა მიმართავს მხოლოდ დასჯა-წახალისების მეთოდს, ხოლო აღზრდის ისეთი მეთოდები, როგორიცაა დარწმუნება, ვარჯიში, პირადი მაგალითი, საუბარი, რჩევა-დარიგებანი და სხვა მათ მიერ ეპიზოდურად  და ისიც არასწორად გამოიყენება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთელი დღის განმავლობაში მავშვებთან მოხუცები რჩებიან, დავწმუნდებით თუ რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ბებია-ბაბუას ბავშვზე. ბავშვის ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით მოხუცი ასწავლის მას ხელსაქმეს. აჩვევს შრომას , ესაუბრება კეთილსა და ბოროტზე, შრომის სიკეთეზე, სამართლიანობაზე, პატიოსნებაზე, გულწრფელობაზე  და საერთოდ ყველა ძვირფას და ღირებულ თვისებებზე. სეირნობის დროს ბავშვის ყურადღებას ამახვილებს ბუნების მოვლენებზე. ასწავლის ბუნების მოვლას, გაფრთხილებას. მოხუცი ასწავლის ძერწვას, ქსოვას, მუსიკას, საოჯახო საქმეს, რაც ხელს უწყობს ბავშვში მემკვიდრეობით მოცემულ უნარ -შესაძლებლობების გამოყენება-განვითარებას, პასუხისმგებლობის და მოვალეობის გრძნობის ამაღლებას. გამოიმუშავებს ორგანიზებულობას და დროის რაციონალურად გამოყენების უნარ-ჩვევებს. ყოველივე ეს ხელს უწობს ბავშვში მემკვიდრეობით მოცემულ უნარ შესაძლებლობების გამოყენება-განვითარებას., პასუხისმგებლობის და დროის რაციონალურად უნარ-ჩვევებს. ყოველივე ეს ხელს უწყობს ბავშვის განვითარების სოციალური, ჰიგიენური და შრომითი ჩვევების ჩამოყალიბებას. ბავშვთა ფიზიკურ, ინტელექტუალურ და სოციალურ-პიროვნულ მომწიფებას. ამრიგად, ხანდაზმული ტაობა უდიდეს როლს ასრულებს ახალგაზრდობის  აღზრდაში. იმ ბავშვთა უმრავლესობა, რომლებსაც ბებია და ბაბუა ჰყავთ შინ, ბევრად წარმატებულად სწავლობენ, აზროვნებენ, მეგობრობენ  თავის თანატოლებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ ახალგაზრდა დედ-მამსთან ცხოვრობე. ხანდაზმულთა ინტერესების გათვალისწინებასთან ერთად მეტად სასურველია, აუცილებელი და საჭირო, რომ უმეტესობამ იცხოვროს ოჯახში, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად და არა ცალკე მოხუცთა სახლებსა თუ პანსიონატებში.
პენსიაზე გასვლის შემდეგ იცვლება პიროვნების ფსიქოლოგიური ავტოპორტრეტი. ადამიანის ფსიქოლოგიური ავტოპორტრეტის მნიშვნელოვან კომპონენტს ისეთი მოვლენები წარმოადგენს, რომლებიც ადამიანის დაბადებამდე არსებობდა ან მისი სიკვდილის შემდეგ მოხდება. ადამიანი ხშირად ძნელ და სასახელო საქმიანობას ეწევა იმ მოტივით, რომ წინაპრთა სახელი გაამართლოს,  ასევე  ფიზიკური და სულიერი აქტიურობის ფასად ქმნის პირობებს, რომლებშიც მისი შვილები-მომავალი თაობა მიიღებს მატერიალურ და სულიერ დაკმაყოფილებას, თვითონ კი მის ნაყოფს ვერ მოესწრება. პიროვნება იდენტიფიცირებულია საკუთარ ოჯახთან, საკუთარ წრესთან.     პენსიაზე გასვლის შემდგომ ახალ მიზანთა სისტემის ჩამოყალიბებაში ადამიანს ძალიან ეხმარება ოჯახი.  შვილებსა და შვილიშვილებზე ზრუნვა  მოხუცს თავის საჭიროების რწმენას მატებს, თავიდან აცილებს სიმარტოვის და მიტოვებულობის შეგრძნებას და მაკონპენსირებელი ფაქტორია იმ დანაკლისის, რასაც ჩვეული ცხოვრებისეული როლის , რითმის, ტემპის შეცვლას განიცდის.თავის მხრივ კი, ახალგაზრდობას უფროსს თაობასთან ერთად ცხოვრებ გზას უკვალავს, ახალგაზრდობა მისგან ღებულობს სიბრძნეს, გამოცდილებას, ცოდნას და აგრძელებს   ერისთვის დამახასიათებელი  ნიშან-თვისების თაობიდან-თაობაზე გადაცემას. 

ჩვენი აზრით, იმ მოხუცებულებსაც, რომლებიც  მოწყვეტილი არიან ოჯახს და ცხოვრობენ მოხუცთა პანსიონატებში, ფსიქო სარებილიტაციო დახმარებასთან ერთად დიდ ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს უდედმამო ბავშვებზე ზრუნვა, რაც ორმხრივ სასარგებლო და საჭირო იქნება ცხოვრების საზრისის, მიზნის და საკუთარი თავის რწმენის დაბრუნებისთვის.

მ. აბზიანიძე   საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტალური მორფოლოგიის ინსტიტუტის გერონტოლოგიის განყოფილება