http://www.awa.org.ge

16 ნოემბერს, ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ოფისში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის ბენეფიციარები და მოხალისეები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანები მშვიდობიანად თანაცხოვრებდნენ, მაგრამ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების კუთხით ჩვენს ქვეყანაში პრობლემებიც არსებობს. ღვაწლმოსილმა ჟურნალისტმა ეთერი ჩხაიძემ ჩვენს ქალაქში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების და აღმსარებლობის ცნობილი ადამიანების შესახებ ისაუბრა. საქართველოს მიმართ სიყვარულზე ისაუბრეს ჯუმბერ ალიმოვმა, ვერონიკა ფედოსეევამ, ქრისტულა ვავროპულომ და სხვებმა ტოლერანტობის თემაზე საუკეთესო ნახატებისთვის სიგელები გადაეცათ ქობულეთის მე 6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ელენე კაიკაციშვილს და თამთა აბაშიძეს, სიგელები გადაეცათ ასევე ტოლერანტობის დღის აღნიშვნაში აქტიურობისათვის 1 საჯარო სკოლის მოსწავლეს ვერონიკა ფედოსეევას და მე5 საჯარო სკოლის მოსწავლეს ჯუმბერ ალიმოვს. ღონისძიება მე 2 საჯარო სკოლის 12 კლასის მოსწავლეს ენრი ვერულიძეს მიყავდა.

უკან