http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ აგრძელებს ტრენინგების ციკლს ,,საოჯახო ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა“ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. პროგრამაში მონაწილეობას ღებულობენ 50 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზნესი, ან აპირებენ ბიზნესის დაწყებას. პროგრამა ითვალისწინებს საგანმანათლებლო ტრენინგებს მეცხოველეობასა და მემცენარეობაში, ასევე ტრენინგს ბიზნესის ადმინისტრირების მხრივ და საგრანტო კონკურსს. ამჯერად ტრენინგი ჩატარდა შემდეგ თემაზე: ,,მარწყვის მოვლა/ მოყვანის ტექნოლოგია.“ ტრენინგი ჩაატარა წარმატებულმა მეწარმემ, ფერმერმა გია ცეცხლაძემ, რომელმაც დახურულ გრუნტში მარწყვის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ისაუბრა და საკუთარი გამოცდილებაც გააცნო. მსმენელებს ასოციაციის ოფისის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო /სადემონსტრაციო სათბურში პრაქტიკული სწავლებაც ჩაუტარდათ. ტრენინგებზე განაცხადის მიღება გრძელდება მსურველებს ვთხოვთ დარეგიგსტრირდეთ ტელეფონით ან მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე: ქობულეთი აღმაშენებელის 36 ტელ: 26 77 17 , 593 13 20 21 (ნატო)

უკან