http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ აგრძელებს ტრენინგების ციკლს ,,საოჯახო ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა“ დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის ,,დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში’ფარგლებში. პროექტის დონორია ევროკავშირი. პროგრამაში მონაწილეობას ღებულობენ 45 წლის წლის ზემოთ ასაკის ქალები, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზნესი, ან აპირებენ ბიზნესის დაწყებას. პროგრამა ითვალისწინებს საგანმანათლებლო ტრენინგებს მეცხოველეობასა და მემცენარეობაში, ასევე ტრენინგს ბიზნესის ადმინისტრირების მხრივ და საგრანტო კონკურსს. ამჯერად ტრენინგი ჩატარდა მეხილეობაში. სემინარი ეხებოდა ხილის მოყვანის თავისებურებებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ბენეფციარების გაეცნენ ბაღის გაშენების, გასხვლის, მყნობის, განოყიერების და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიდგომებს. ტრენინგი ჩაატარა ქობულეთის აგროსერვისცენტრის სპეციალისტმა მანუჩარ ნიჟარაძე

უკან