http://www.awa.org.ge

 

დღეს დასრულდა მორიგი ორდღიანი ტრენინგი თემაზე: საოჯახო ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა, რომელსაც დემოკრატიის ინსტიტუტი პროექტის - ,,დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში’’ ფარგლებში ატარებს. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი. პროექტის პარტნიორია ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე". ტრენინგი ითვალისწინებს ბიზნესის დაგეგმვას, რესურსების ეფექტურად გამოყენების მეთოდების შესწავლას, ბიზნესის რეგისტრაციის ეტაპებს, აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის გაცნობას, გაყიდვების დაგეგმვას, მომხმარებელთან კომუნიკაციას, ბიზნეს-გეგმის მომზადებას, დაფინანსების მოძიებას და მართვას.ტრენინგის მონაწილე საოჯახო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, რომლის მიზანია არსებული საოჯახო ბიზნესის გაძლიერება და ტრენინგზე მიღებული უნარ-ჩვევების პრაქტიკაში რეალიზაციის ხელშეწყობა. ტრენინგს 20 მსმენელი დაესწრო. მსმენელებს გადაეცათ სერთიფიკატები. ტრენინგი ჩაატარა ტრენერემა: ლაშა აროშიძემ.
 
უკან