http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ აგრძელებს ტრენინგების ციკლს ,,საოჯახო ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა“ დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის ,,დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში’ფარგლებში. პროექტის დონორია ევროკავშირი. პროგრამაში მონაწილეობას ღებულობენ 50 წლის წლის ზემოთ ასაკის ადამიანები, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზნესი, ან აპირებენ ბიზნესის დაწყებას. პროგრამა ითვალისწინებს საგანმანათლებლო ტრენინგებს მეცხოველეობასა და მემცენარეობაში, ასევე ტრენინგს ბიზნესის ადმინისტრირების მხრივ და საგრანტო კონკურსს. ამჯერად ტრენინგი ჩატარდა შემდეგ თემაზე: ,,მარწყვის მოვლა/ მოყვანის ტექნოლოგია.“ ტრენინგი ჩაატარა წარმატებულმა მეწარმემ, ფერმერმა გია ცეცხლაძემ, რომელმაც დახურულ გრუნტში მარწყვის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ისაუბრა და საკუთარი გამოცდილებაც გააცნო. მსმენელებს ასოციაციის ოფისის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო /სადემონსტრაციო სათბურში პრაქტიკული სწავლებაც ჩაუტარდათ. ტრენინგებზე განაცხადის მიღება გრძელდება

უკან