http://www.awa.org.ge

 ხანდაზმულები დღეს სოფელ აჭში იმყოფებოდნენ, სადაც დედათა მონასტერი, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და საპიკნიკე ტერიტორიები მოინახულეს. ქობულეთის მუზეუმის დირექტორმა რევაზ ტაკიძემ მათ სოფლის ისტორიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გადმოცემით, ტაძარი VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება. მოგვიანებით ხანდაზმულებმა მდინარე აჭის სანაპიროსთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ტური მხიარული, საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა.  აქტივობა ევროკავშირის დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე" ახორციელებს (პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი).

უკან