http://www.awa.org.ge

ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის“ ბენეფიციართათვის ჩატარდა სემინარი თემაზე ფლორისტიკა და ლანდშაფტის დიზაინი, რომელიც ლანდშაფტური დაგეგმარება-განაშენიანების პრინციპებს, იაპონური ბაღების, ბონსაის შექმნის და ყვავილთაწყობის ხელოვნებას ეხებოდა. მსმენელები გაეცნენ ყვავილების კომპოზიციების შედგენის და მოჭრილი მცენარეების მოვლის წესებს. სემინარი ბათუმის ბოტანიკური ბაღის დეკორატორმა ნანა კონცელიძემ ჩაატარა. აქტივობა განხორციელდა დემოკრატიის ინსტიტუტი პროექტის - ,,დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში’’ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი. პროექტის პარტნიორია ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე".

უკან