http://www.awa.org.ge

 

ქობულეთის მუზეუმის და ასოციაცია „ღირსეული სიბერს“ ორგანიზებით მუზეუმის კინო-დოკუმენტალისტიკის დარბაზში ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის შოთა ძაგნიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელსაც ასოციაციის ბენეფიციარები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია შოთა ძაგნიძის მოღვაწეობის შესახებ და ბუკლეტი „იალბუზზე ასვლა“ სტუმრებს შოთა ძაგნიძის ქალიშვილმა, ქალბატონმა მერი ძაგნიძემ წარუდგინა. მუზეუმის დირექტორმა რეზო ტაკიძემ კი ბენეფიციარებს 1925 წელს იალბუზის ექსპედიციის მონაწილეთა მოგონებები გააცნო. პრეზენტაციის შემდეგ ხანდაზმულებმა შემოქმედებით გაერთიანება „ირაოს“ დოკუმენტური ფილმი ნახეს, სადაც წარმოდგენილი იყო 1925 და შემდგომ წლებში ალპინისტთა ექსპედიციის დოკუმენტური მასალები. ბენეფიციარებმა ასევე ფოტო-გამოფენა „იალბუზი -1925“ დაათვალიერეს, რომელიც 30 ფოტოსურათს მოიცავს. ფოტოები სხვადასხვა ავტორებს ეკუთვნის და ესპედიციის მნიშვნელოვან მომენტებს ასახავს.

 

უკან