http://www.awa.org.ge

ასოციაციამ ,,ღირსეული სიბერე", თავისი არსებობის ისტორიაში ასაკოვანი ადამიანებისთვის არა ერთი სოციალური პროექტი განახორციელა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ორგანიზაციის ყველაზე წარმატებული პროექტი ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრი" ბოლო 4 წლის განმავლობაში საგრანტო დაფინანსებით არსებობს (დონორი ევროკავშირი). ორგანიზაციას არ ააქვს შესაძლებლობა მუდმივად შეინარჩუნოს ცენტრი ხანდაზმულთათვის და არსებული რეალობის გათვალისწინებით, შესაძლოა ხანდაზმულებს ერთ დღეს თავიანთი საყვარელი „თბილი სახლის“ კარი დაკეტილი დახვდეთ… 
ასოციაცია მიმართავს ხელისუფლებას ხანდაზმულთა რესურს ცენტრისთვის შესაბამისი ფართის გამოყოფის თხოვნით! 
ვიდეოკლიპი სახელწოდებით „ჩვენ გვჭირდება საკუთარი ჭერი“, რომელიც ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის" პარტნიორმა ორგანიზაციამ – მედიაჯგუფმა „აჭარა P.S.“-მა გადაიღო, სწორედ ამ პრობლემას ეხმაურება, გთხოვთ ნახოთ და გააზიაროთ!

ვიდეო მიმართვა

უკან