http://www.awa.org.ge

ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“-ს ბენეფიციართა ჯგუფს კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე აჩუქა: ცენტრთან არსებული ახალგაზრდული კლუბ ,,სიჭაბუკე-ს“ წევრებმა ეს დღე ლიტერატურულ-თეატრალური კომპოზიციით ,,ჩვენც დავბერდებით", სიმღერებითა და ცეკვებით გაულამაზეს... იყო თბილი მისალმებები და კეთილი სურვილები. დასასრულს, შეხვედრის მონაწილე 14-ივე ბენეფიციარი კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობამ ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. მოწვეულმა სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს დამწყები მხატვრის ელენე ბაუჟაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. შეხვედრის მონაწილე ბენეფიციართა თქმით - ასეთი ღონისძიებები, რომლებიც გულის სიღრმიდან ამოსულ სიკეთეს, სითბოსა და პატივისცემას განასახიერებს - მათ სიცოცხლის ხალისს, ენერგიასა და სტიმულს მატებს. ასოციაცია მადლობას უხდის კულტურის ცენტრის კოლექტივს, მის ხელმძღვანელს სოფო მოწყობილს,ასევე ნანა გოგიტიძეს და ნინო მეგრელიძეს ლამაზი ღონისძიების ორგანიზებითვის!

უკან