http://www.awa.org.ge

საჭადრაკო ტურნირი, რომელიც ასოციაცია ,, ღირსეული სიბერის“ ინიციატივით ჩატარდა, ჩანაფიქრით ღია ცის ქვეშ, სპეციალურად ახლად მოწყობილ ფანჩატურში უნდა გამართულიყო, თუმცა ამის საშუალება ქობულეთურმა ძლიერმა წვიმამ არ მოგვცა და საჭადრაკო ბატალიებმა ორგანიზაციის ოფისში გადაინაცვალა...
ტურნირში სამი თაობის 8 პროფესიონალი მოყვარული და დამწყები მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ და იგი შვეიცარიული სისტემით ჩატარდა. შეჯიბრება სასპორტო სკოლის ჭადრაკის მწვრთნელის ამირან მჟავანაძის მონაწილეობით მომზადდა. საჭადრაკო დაფასთან ბრძოლები უშეღავათოდ წარიმართა და არბიტრსაც ჩარევა რამდენჯერმე მოუხდა... თითოეულ მოჭადრაკეს 7-7 შეხვედრის ჩატარება მოუწია, საბოლოო შედეგებით, ტურნირის გამარჯვებული ამირან მალანია გახდა, მეორე და მესამე ადგილები გრიგორი გრკიკიანმა და გიორგი კაიკაციშვილმა გაიყვეს, რომლებსაც სპეციალური პრიზები გადაეცათ. სამახსოვრო საჩუქრებით ტურნირის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა. დღეს ჭადრაკმა ყველა თაობის ადამიანს ლამაზი და შინაარსიანი ურთიერთობის საშუალება მისცა და ამით უდიდესი სიხარულიც მიანიჭა. 
ტურნირი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელეწყობისა და სოციალურ-ეკონომიური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტის პარტნიორებია დემოკრატიის ინსტიტუტი და გურიის აგრობიზნესცენტრი.

უკან