http://www.awa.org.ge

1 ოქტომბერს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ოფისის ეზოში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ბენეფიციარებს დღესასწაული ახალგაზრდულმა კლუბმა „სიჭაბუკემ“ მიულოცა (ხელმძღვანელი ნინო მეგრელიძე). მათ სპეციალურად მომზადებული ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია წარმოადგინეს. ხანდაზმულებისთვის სიურპრიზი იყო „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - კობა ნაკაიძის და გიორგი რომანაძის სტუმრობა. კანდიდატებმა ხანდაზმულებს დღესასწაული მიულოცეს და სამომავლო გეგმებზე ესაუბრეს. გაიჭრა საზეიმო ტორტი

უკან