ეს ნათელა მახარაძეა ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარი. ხანდაზმულს ქობულეთში კერძო ბაღი აქვს. მან „დემოკრატიის ინსიტუტის“ პროექტის ,,დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში’’ ფარგლებში ტრენინგი გაიარა და მცირე გრანტით დაფინანსდა. გრანტით ბენეფიციარმა პატარებისთვის სათამაშოები და ავეჯი შეიძინა. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი. პროექტის პარტნიორია ასოციაცია „ღირსეული სიბერე“.