http://www.awa.org.ge

ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარები სოციალური პროექტის მონაწილეები გახდნენ. „ქალები საქართველოდან“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალის ხმა“- მიერ ხორციელდება. წიგნი 150 ქალის ისტორიას მოიცავს, რომელთა ხმას ყოველდღე გაიგონებთ, გაბედულად იწყებს საუბარს საკუთარი სახელით, საკუთარ ცხოვრებაზე და სურვილებზე. ისტორიები არ არის შელამაზებული. ამ ისტორიებს ნამდვილი ადამიანები ყვებიან და მათ შესახებ, შეიძლება, არც არასდროს გსმენიათ. ეს არის საქართველოს ქალების ამბები - უნიკალური, აქამდე უცნობი და უჩინარი. ორგანიზაცია მადლობას უხდის პროექტის ავტორებს განსაკუთრებით კი მაიკო ჩიტაიას, რომელმაც ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარების ისტორიები პროექტში ასახა. პროექტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

უკან