http://www.awa.org.ge


Posted By Barbara Dockalova at 18:24, 10 August 2011

ახლა დილის 8 საათია და მე გავრბივარ ჩემი ოფისის მესამე სართულზე, პირველი რაც მომდის აზრად არის ის, რომ დავითვალო დღეები 1 ოქტომბრამდე, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღემდე. 60 დღეზე ნაკლებია დარჩენილი, მსოფლიოს მასშტაბით 55 ქვეყანა გეგმავს ღონისძიებებს მათ შორის მარშითა და რადიო შოუებით. ხანდაზმულთა დელეგაციები შეხვდება ადგილობრივ და რეგიონალურ ხელმძღვანელობას და სთხოვს მათ მათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად ცვლილებების გატარებას.
ყველაფერი ეს მოხდება ხანდაზმულთა მოთხოვნათა აქციის ფანტასტიკური კამპანიის შედეგად, სადაც მსოფლიოს მასშტაბით მოქალაქეები გამოხატავენ შეშფოთებას ხანდაზმულთა აღქმას საზოგადოებისთვის უმნიშვნელო ადამიანებად და ხანდაზმულთა დისკრიმინაციის შესახებ.

ხანდაზმულ აქტივისტთა კამპანია ასაკობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ

ADA  (ხანდაზმულთა მოთხოვნათა აქცია) არის ერთადერთი და უნიკალური შესაძლებლობა ნებისმიერი ასაკის ადამიანთათვის აღიმაღლოს ხმა ხანდაზმულთა მხარდასაჭერად.
კამპანია დაიწყო 2007 წლის 1 ოქტომბერს 26 ქვეყანაში და 2010 წლისათვის გაიზარდა 51 ქვეყანამდე. მოკლე პერიოდში მან უკვე მიაღწია მნიშვნელოვან მიღწევებს.
ფილიპინებში ხანდაზმულთა მოთხოვნათა აქციის აქტივისტებს მფარველობას უწევდა სოციალური კეთილდღეობისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა. ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი 2010 წელს გაფართოებული სოციალური დაცვის კანონის მიღებაში, რომელიც 5 მილიონზე მეტ 60 წელს გადაშორებულ ხანდაზმულს საშუალებას აძლევს მიიღოს სოციალური პენსია.
შრი ლანკაში კამპანიამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი რათა სოციალური მომსახურების სამინისტრო ეიძულებინათ გადაეხედათ კანონმდებლობაზე, რის შედეგადაც 80 წელს გადაშორებულ ადამიანებს დაენიშნათ სოციალური პენსია 1,000 შრი ლანკური რუპია (9 აშშ დოლარი).

ზეგავლენა ადგილობრივ მთავრობასა და ხელმძღვანელობაზე

მიმდინარე წელს მოლოდინი ძალიან მაღალია. ხანდაზმულთა დელეგაცია აწარმოებს კამპანიას სოციალური დაცვის გაზრდისათვის 24 ქვეყანაში; 23 ქვეყანაში იბრძვიან ასაკობრივი პოლიტიკის გატარებისთვის და 15 ქვეყანაში მოითხოვენ უფრო მეტ ხელმისაწვდომობას ჯანდაცვაზე.
დელეგაციები ფიჯიდან პერუმდე შეხვდებიან ხელმძღვანელობას რათა თვალყური მიადევნონ თუ როგორ შეასრულეს წინა წელს მიღებული ვალდებულებები. შრი ლანკაში ხანდაზმულები შეხვდებიან თავიანთ პრემიერ მინისტრს და სთხოვენ სოციალური პენსიის დანიშვნას 60 წლის შემდეგ. ნეპალში ხანდაზმულები შეხვდებიან პრეზიდენტს და მოუწოდებენ მას სრულად შეასრულოს 2006 წელს მიღებული ხანდაზმულ მოქალაქეთა აქტი.

გლობალური კამპანია

მსოფლიოს მოქალაქეები ერთმანეთთან იქნებიან დაკავშირებულები პეტიციაზე ხელმოწერით და მათ შეუძლიათ ჩვენს ვებ საიტზე დატოვონ თავიანთი აზრები.
ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით ხანდაზმულებს შანსი მიეცემათ კამპანიის მეხუთე წელი გახადონ ყველასთვის დაუვაწყარი.

P.S. ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია შეუერთდა აქციას და პეტიციას ხელი მოაწერა