http://www.awa.org.ge


 სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოში უფრო მეტი ხანდაზმული ქალია, ვიდრე ხანდაზმული მამაკაცი. ასევე უფრო მეტი ხანდაზმული ქალი ცხოვრობს მარტო, ვიდრე მამაკაცი. (19 % ხანდაზმული ქალი ცხოვრობს მარტო და მხოლოდ ხანდაზმულ მამაკაცთა 8 %-ია მარტო ). ერთ შემთხვევაში ქალები თვითონვე ირჩევენ ცხოვრების ამ სტილს, ხოლო სხვა შემთხვევებში ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დაქვრივებით ან სხვა სოციალური მიზეზებით. 60 წელს გადაცილებულ მამაკაცთა 80% დაქორწინებულია და იმავე ასაკის ქალთა მხოლოდ 48 %ია ქორწინებაში. გარდა ამისა 80 წლის ქალები რაოდენობრივად უფრო მეტნი არიან, ვიდრე მამაკაცები. 60 ქალიდან 21 ხანდაზმულ ასაკამდე ცხოვრობს, ხოლო 60 მამაკაციდან 17 აღწევს ხანდაზმულ ასაკს. ასევე 60 წლის ასაკის 100 ქალზე იმავე ასაკის 82 მამაკაცი მოდის და 80 წლის 100 ქალზე, მხოლოდ 55 იმავე ასაკის მამაკაცი.                                                                                                                                                                              ქალთა და მამაკაცთა სიბერე განსხვავებულია. ორივე სქესის დაბერება დამოკიდებულია ასაკზე, მაგრამ ქალებისთვის ეს საკითხი უფრო მწვავედ დგას, თუკი ასაკთან ერთად მივუმატებთ სქესობრივ დისკრიმინაციას, სიღარიბეს ან სამუშაოზე დაბალ ანაზღაურებას რითაც ის ვერ უზრუნველყოფს თავის სიბერეს.  ხშირად ეკონომიკური მდომარეობის გამო ან სხვა მიზეზებითაც ხანდაზმული ქალები ოჯახისთვის ზედმეტ ტვირთს წარმოადგენენ და ისინი ოჯახების და საზოგადოების მიერ გარიყულები და ზოგჯერ უპატრონოდ მიტივებულებიც კი არიან.ხანდაზმულ ქალთა დისკრიმინაცია ხშირად ეფუძნება ღრმა კულტურულ და სოციალურ კავშირებს. მაგალითად ტანზანიაში, ეს გამოწვეულია კულტურული ტრადიციებით, რომლითაც ქალს შეზღუდული აქვს განათლება, ძალაუფლება და ასევე დამოუკიდებლად არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება. ასე რომ ქალებს არ შეუძლიათ მიიღონ სათანადო ინფორმაცია და გადაწყვიტონ თავიანთი პრობლემები დამოუკიდებლად. ასეთი გენდერული დისბალანსის პირობებში ხანდაზმულ ქალთა პირობები უფრო მძიმდება. გაცილებით ნაკლები შანსი აქვთ მიიღონ სამედიცინო ან იურიდული დახმარებები.
უამრავ ხანდაზმულ ქალს არ გააჩნია საიდენტიფიკაციო საბუთები, რითაც ისინი შეძლებდნენ მიეღოთ მათთვის განკუთვნილი შემწეობები. არ არსებობს სრული მონაცემთა ბაზა, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებული ადამიანებისა.
ყველაფრის მიუხედავად, მოხუცები აგრძელებენ დახმარებას თავიანთი ოჯახებისთვის, სახლის საქმიანობა იქნება ეს თუ სხვა რამე.
ადამიანთა უფლებების დაცვის კანონებში ძალიან ცოტა რამ წერია კონკრეტულად ხანდაზმულ ქალებზე. მათ თავიანთი უფლებები შეუძლიათ  დაიცვან   რასობრივი, რელიგიური ან უმცირესობის შესახებ კანონების გამოყენებით. 
საერთაშორისო უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა აღიარეს, რომ დისკრიმინაცია ხანდაზმულ ადამიანებზე სულ უფრო და უფრო იზრდება. არსებულ კონვენციებში ასაკის მიმართ დისკრიმინაცია თვალნათლივ არის დაგმობილი. ემიგრანტ მუშათა და მათი ოჯახების უფლებების დაცვის კონვენციაში (1990) ასაკის შესახებ წერია, რომ სახელმწიფო პარტიებს უფლება არ აქვთ შეავიწროვონ ემიგრანტები ან მათი ოჯახები (პუნქტი 7). უუნარო ადამიანთა უფლებების დაცვის კონვენცია იცავს ხანდაზმულ ინვალიდებს, ასევე სპეციალური დაცვის მექანიზმი აქვს ხანდაზმულ ადამიანებზე (პუნქტი 17)  და სოციალური დაცვა (პუნქტი 28ბ) დამატებითი პუნქტი ადამიანის უფლებების დაცვის ამერიკული კონვენციისა ეკონომიკისა და კულტურულ სფეროში (სან სალვადორის პროტოკოლი 1988) იცავს ასაკოვან ადამიანთა უფლებებს სოციალური დაცვის ასაკში. 
მიუხედავად ყველაფრისა, ხანდაზმულ ქალთა უფლებების დასაცავად იშვიათადაა რამე ნახსენები. აფრიკული ადამიანთა უფლებების ქარტიის პროტოკოლი აფრიკელ ქალთა უფლებებზე (2003) პირდაპირ კრძალავს ხანდაზმულ ქალთა დისკრიმინაციას და აღნიშნულია რომ მათ აქვთ უფლება თავისუფლები იყვნენ ყოველგვარი ძალადბისგან და უფლება ღირსეული მოპყრობისა (პუნქტი 22).ხანდაზმულ ქალთა მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფორმები განსხვავდება ქვეყნების, კულტურული პირობებისა და ეკონომიკური დაჯგუფების მიხედვით. მსოფლიოს დაბერების პირობებში დისკრიმინაციის ახალი ფორმები სქესის, უუნარობის ან ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით შეიძლება გაიზარდოს. ღარიბ ხანდაზმულ ქალებს განსაკუთრებით აწუხებთ ფასის დაუსრულებელი ზრდა საკვებ პროდუქტებზე. ასევე ძალიან მოქმედებს მათზე კლიმატური ცვლილებებიც.
პუნქტი2 – ქალების მიმართ დისკრიმინაცია ყველა თავისი ფორმით
ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა კანონებითა და ხერხებით ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ასევე მნიშვნელოვანია სამთავრობო პარტიებმა გადახედინ კანონებს რათა მოაგვარონ გენდერული და ასაკობრივი პრობლემები.
•    ხანდაზმულ ქალთა დასაცავად ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა პირადობის მოწმობის არ ქონა. მაგალითად ბოლივიაში, პირადობის მოწმობის ასაღებად საჭიროა დაბადების ან ნათლობის მოწმობა. პირადობის მოწმობის გარეშე კი ვერ მიიღებს პენსიას და სამედიცინო დაზღვევას.  ბოლივიელი ხანდაზმული მოსახლეობის უმეტესობას არ გააჩნია დაბადების მოწმობები და სოფლად უამრავი ადამიანი მონათლულიც კი არ არის. გარდა ამისა ბევრი ასაკოვანი ქალი სოფლად ვერ ამტკიცებს დაბადების თარიღს და ადგილს.
დასკვნა:
2007 წელში კომიტეტმა გაიზიარა ბოლივიის გამოცდილება და  თავის დასკვნით შენიშვნაში მოუწოდა სამთავრობო პარტიებს, რომ დაეთქვათ ვადები რომლებშიც მოახდენდნენ ასაკოვან ქალთა აღწერას.
პუნქტი 5 – სტერეოტიპები და მავნე პრაქტიკა
სტერეოტიპებსა და მავნე ტრადიციებს შეიძლება მიგვიყვანოს ხანდაზმულ ქალთა დისკრიმინაციამდე. როგორიცაა მკაცრი მოპყრობა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური , სიტყვიერი და ფინანსური ძალადობის ფორმები. ხანდაზმული ქალები უფრო მეტად არიან ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე მამაკაცები.
•    ტანზანიაში ხანდაზმული ქალები ხშირად არიან ძალადობის მსხვერპლნი. მათ ხშირად სდებენ ბრალს ჯადოქრობაში, ეს ბრალდება ხშირად მიდის ფსიქოლოგიურ ძალადობამდე, დაშინებამდე, განდევნამდე სახლიდან და საზოგადოებიდან, იზოლაციამდე და უკიდურეს შემთხვევებში მკვლელობამდეც კი. მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიხედვით ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთშია გავრცელებული ხანდაზმულ ქალთა მკვლელობები.
•    საერთაშორისო მომხსენებელმა ძალადობის შესახებ დოქტორმა იაკინ ერტუკმა აღნიშნა ხანდაზმულ ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობები. მაგალითად განაში ვიზიტისას (2007), თავის მოხსებაში აღნიშნა ,,ხშირად ხანდაზმულ ქალებს ადანაშაულებენ ჯადოქრობაში და მათზე ძალადობენ, ქვრივები ხშირად მემკვიდრეობის გარეშე რჩებიან და დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი რიტუალებს უტარებენ. პოლიციის, სასამართლოს სოციალური სამსახურების და ჯანდაცვის მუშაკები არასათანადოდ არიან მომზადებულები რათა ეფექტურად დაიცვან ხანდაზმულ ქალთა უფლებები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან”.
•    განაში, ხანდაზმულ ქალებს აწებებენ ჯადოქრის იარლიყს ცხოვრებისეული პირობების მიხედვით. ხანდაზმულ მდიდარ ქალებს პრობლემები არ ექმნებათ ამ მხრივ, ხოლო ხანდაზმული ღარიბი ქალები, იძულებულნი არიან თავიანთი შვილების კმაყოფაზე იყონ და მათ უმეტეს შემთხვევაში ჯადოქრებად აღიქვამენ. მაგალითად  The Ghanian Times–ში დაიბეჭდა, რომ ერთ-ერთ სოფელში 52 წლის ქალი დაადანაშაულეს ახალგაზრდა კაცის მოჯადოებაში, რომელიც გარდაიცვალა სოფელში. ახალგაზრდებმა ქალი დაიჭირეს და მიათრიეს ბელადის სასახლესთან და იქ დაბმული ყავდათ სამ დღეს საჭმელ-სასმელის გარეშე. ქალი ყვება, რომ ისინი ამათრახებდნენ მას ველოსიპედის ჯაჭვით. ისინი მისგან აღიარებას მოითხოვდნენ. სოფლიდან ერთმა კეთილმა სამარიტელმა ეს ამბავი შეატყობინა ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ფედერაციას და მათი დახმარებით ქალი გადარჩა ლინჩის წესით გასამართლებას.
დადანაშაულების ძირითადი მიზეზები:
1.    გენდერული უთანასწორობა და ხანდაზმულ ქალთა სოციალური იზოლაცია უფრო ამძიმებს სიტუაციას: ხანდაზმული, ინვალიდი, ღარიბი ქალები და ქვრივები უფრო ხშირად არიან ძალადობის მსხვერპლნი.
2.    ხანდაზმულ ქალთა უფლებების დაცვა ნაკლებად ხდება, ხშირად ამის მიზეზი განათლებისა და ინფორმაციის ნაკლებობაა. ასევე ხანდაზმული ქალები თავიანთი უფლებების დასაცავად იშვიათად მიმართავენ ვინმეს, რადგან ეშინიათ რაიმე სანქციები არ დაუწესონ თავიანთი ოჯახის წევრებს.
3.    კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვთა ავადმყოფობა და სიკვდილიანობა ძირითადი ფაქტორებია ჯადოქრობაში დასადანაშაულებლად.
4.    ჯადოქრობაში ბრალმდებელთა 80 % მსხვერპლთა ახლო ნათესავია. ხშირად კაცები თავიანთ ცოლებს ადანაშაულებენ ჯადოქრობაში რადგან მათგან აღარ აქვთ საკმაო ეკონომიკური სარგებელი ან ბიოლოგიურად არაპროდუქტიულები არიან. ასე, რომ ასეთი დამალული მოტივები ბრალმდებელთა მხრიდან უამრავია.
ბრალდებულ ქალებს არ აქვთ რაიმე მხარდაჭერა და საშუალება, რომ იურიდიულად დაიცვან თავი და მათ საზოგადოების დატოვების გარდა სხვა არჩევანი არ დარჩენიათ. დასკვნა:
2000 წელს საბჭომ მოუწოდა ყურადღება მიექციათ ავსტრიაში ხანდაზმულ ქალთა  ფიზიკურ, ემოციურ და ფინანსურ დისკრიმინაციაზე.
2007 წელს მოზამბიკამ დაუწყო ბრძოლა ტრადიციულ შეხედულებებს მოხუც ქალბატონებზე. განსაკუთრებით ჯადოქრობის დაბრალებებს.
2008 წელს საბჭომ გამოხატა შეშფოთება ტანზანიაში მცხოვრებ ქალებზე, განსაკუთრებით ხანდაზმულ ქალბატონებზე. კერძოდ საბჭოს აღშფოთება მიმართული იყო არსებულ სიღარიბეს, დაშინებას, იზოლაციასა და ჯადოქრობის ბრალდებით მკვლელობებზე.
პუნქტი 7 – მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში
ერთ-ერთი სახე დისკრიმინაციისა ხანდაზმულ ქალთა მიმართ არის მათი იზოლაცია პოლიტიკური ცხოვრებიდან, მათ საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება არ აქვთ.
პუნქტი 8 -  განათლება
განათლების დონე ხანდაზმულ ქალებში ხშირად ძალიან დაბალია, რადგან მათ ახალგაზრდობაში არ მიეცათ განათლების მიღების საშუალება. განსაკუთრებით პროვინციებში ხშირია შემთხვევები, როცა მათ წერა-კითხვაც კი არ იციან. ამას შეუძლია სერიოზულად შეაფერხოს მათი ჩართულობა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში.
•    ტანზანიაში თითქმის ყველა ხანდაზმული ქალი გაუნათლებელია. 2000/1 – ში ჩატარებულმა ოჯახის ბიუჯეტის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ქალები ორჯერ უფრო ნაკლებად განათლებულები არიან ვიდრე მამაკაცები და ქალთა 41 %-ს არ აქვს განათლება მიღებული. ეს მაჩვენებელი რა თქმა უნდა უფრო მაღალია მოხუცებულებში.
•    2003 წელს მოზამბიკაში 60 წელს გადაცილებულ ქალთა 94% გაუნათლებელი იყო (შედარებით იმავე ასაკის მამაკაცთა 64%-ისა).
•    ბოლივიაში 10 ხანდაზმული ქალიდან 8 წერა-კითხვის უცოდინარია.
•    ლაოსის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში კვლევამ აჩვენა, რომ ჩრდილო-დასავლეთის 10 სოფელში ხანდაზმული მოსახლეობის 56,3 %-ს ქონდა სასკოლო განათლება, აქედან მხოლოდ 18,6 % მოდის ხანდაზმულ ქალებზე. 16,3 % ხანდაზმული ქალები შედარებით მამაკაცთა 55%-ისა, რომელთაც ცოტაოდენი განათლება გააჩნიათ. კარგი განათლება კი ხანდაზმული ქალების 6.4%-ს აღმოაჩნდათ შედარებით მამაკაცთა 28,1%-ისა. ხანდაზმულ ქალთა 75%-ს შედარებით მამაკაცთა 40 % თან არ შეუძლიათ ლაოზე გამართული საუბარი. ხოლო ხანდაზმულ ქალთა 42% და მამაკაცთA 11,9 საერთოდ ვერ ლაპარაკობს ლაოზე (ლაოსური ენა).
საბოლოო შენიშვნა:
საბჭომ აღნიშნა განათლების დაბალი  დონე რუმინეთში და მოუწოდა სათანადო ზომების მისაღებად.
პუნქტი 11 – სამუშაო და სოციალური უზრუნველყოფა
ძალიან ბევრი ხანდაზმული ქალი ცხოვრობს სიღარიბეში, რადგან მათ მთელი ცხოვრება დაბალანაზღაურებად სამსახურებში გაატარეს და ვერ შეძლეს თანხის დაგროვება. ძალიან ბევრს ხელი არ მიუწვდება სოციალურ დახმარებაზე, ხოლო ძალიან ცოტაა ისეთი ვისაც არ ახდევინებენ გადასახადებს ან დანიშნული აქვთ პენსია. საპენსიო ასაკი განსვადება კაცებსა და ქალებს შორის. ზოგჯერ ქალებს მათი ნების საწინააღმდეგოდ  უხდებოდათ პენსიაში გასვლა და სამსახურის დატოვება. HelpAge International and URAA - მ 2008 წელს უგანდაში ჩაატარეს კვლევა, რომელმაც გამოავლინა ხანდაზმულ ქალთა მოტყუების შედეგები. მათ არ შეეძლოთ დამოუკიდებლად წასვლა და პროდუქტების შეძენა, ამიტომ ისინი ქირაობდნენ მუშახელს რათა მათთვის მიეტანათ სანოვაგე, ახალგაზრდები ამ შემთხვევას იყენებდნენ, იცოდნენ რომ ქალები ვერ შეძლებდნენ ბაზარში რეალური ფასის გაგებას და ზედმეტ თანხას ართმევდნენ.  ამის მსგავსი უამრავი შემთხვევა იქნა გამოვლენილი.“ზოგმა თვლაც კი არ იცოდა და მარტივად ატყუებდნენ, ასევე აპარებდნენ ყალბ ფულს, რადგან მხედველობის დაქვეითების გამო ვერ ამჩნევდნენ განსხვავებას. ჩვენ მცირედზეც კმაყოფილები ვართ რადგან დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია” ამბობს ვაიშვა აიბუ 60 წლის.ასევე ხშირია დისკრიმინაცია სამუშაოს მიმცემთა მიერ. მაგალითად ერთი 65 წლის ქალბატონი სკოლაში მნედ მუშაობდა, მაგრამ შემდეგ წელს გაათავისუფლეს იმ მიზეზით, რომ ძალიან ბებერი იყო და ვერ იზრუნებდა ბავშვებზე.დისკრიმინაციის კიდევ ერთი გამოვლინება: თუკი ქალბატონს აქვს თავისი ბიზნესი და არენდით აქვს აღებული ფართი, ხშირია მათი დაშინება და დაშანტაჟება არენდატორის მხრიდან თანხის დაგვიანებისას. 65 წლის ქალბატონი ყვება, რომ ის ღამით ქუჩაში გამოაგდეს რადგან სთხოვა რამდენიმე თვით გადაევადებინათ გადასახადი. მამაკაცების მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ არის, რადგან მათ უფრო მეტ პატივს სცემენ.
•    ბანგლადეშში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა სხვადასხვა სახის დისკრიმინაცია ხანდაზმულ ქალთა მიმართ. მონაწილეები ყვებოდნენ თუ რა წინააღმდეგობებს აწყდებოდნენ სამუშაოს ძებნისას. ითვლება, რომ ხანდაზმული ადამიანები არაეფექტური თანამშრომლები არიან ახალგაზრდებთან შედარებით.   
მონაწილეები ერთხმად აცხადებდნენ, რომ სქესობრივ დისკრიმინაციას აქვს ადგილი სამსახურებში ანაზღაურების მხრივ. ქალებს იმავე სამუშაოში უფრო ნაკლებს უხდიან, ვიდრე მამაკაცებს.  “ თხრისთვის კაცებს 200 ტაკას უხდიან, ხოლო ქალებს 100 ტაკას.” ამბობს 70 წლის პუბაილი. მონაწილეების აზრით ასეთი განსხვავება იმის შედეგია, რომ კაცებს უფრო პროდუქტიულებად თვლიდნენ და მიაჩნდათ, რომ მათ უფრო მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულება შუძლიათ. მაგრამ გამოჩნდა, რომ ქალებიც იგივე დატვირთვით მუშაობენ ისეთ მძიმე სამსახურში როგორიცაა თხრა, აგურის ნგრევა ან ბრინჯის მოყვანა, მოსავლის აღება თუ სხვა სოფლისმეურნეობის საქმიანობა. ჯგუფის მამაკაცი მონაწილეები თვლიან, რომ კაცებთან შედარებით ქალები უფრო ნაკლებს ისვენებენ, რადგან მათ სახლშიც უწევთ მუშაობა. ასევე მათი თქმით ქმრის სიკვდილის შემდეგ ვაჟები ნაკლებად ზრუნავენ დედებზე.
•    დიდ ბრიტანეთში ხანდაზმული ქალები უფრო დიდხანს მუშაობენ. 50 წლის ასაკში ქალთა 60 %, განსხვავებით მამაკაცთაA 75%-სა მუშაობენ. 60-65 წლის ქალთა ერთი მესამედი მუშაობს. გენდერული განსხვავები ანაზღაურების მხრივ ხანდაზმულებში უფრო მაღალია. საშუალო ასაკის ქალთა ანაზღაურება არასრულ სამუშაო დღეში 40%ზე ნაკლებს გამოიმუშავებენ საათში ვიდრე კაცები, ხოლო ხანდაზმულებში 57%-მდე ადის.
სოციალური უზრუნველყოფა
•    დიდ ბრიტანეთში ხანდაზმული ქალები უფრო ღარიბად ცხოვრობენ, ვიდრე ხანდაზმული მამაკაცები და უხუცესები ყველაზე ღარიბები არიან. საშუალოდ ქალთა საპენსიო შემოსავალი შეადგენს კაცთა შემოსავლის 57%-ს, რაც ძირითადად იმით აიხსნება, რომ ქალები თავიანთი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ბავშვებზე და ოჯახის სხვა წევრების ზრუნვაზე ატარებენ. ქალებს საშუალოდ მთელი თავიანთი ცხოვრების მანძილზე 250.000 ფუნტით ნაკლები შემოსავალი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. საპენსიო სისტემა შედგენილია მეოცე საუკუნის შუა ხანების მიხედვით, როცა მამაკაცი ძირითად შემომტანად ითვლებოდა ოჯახში და მათი შემოსავალი აისახებოდა პენსიაში. დღეს ქალებს პენსიის დეფიციტი აქვთ, გამოწვეული დაბალი ანაზღაურებით, სამუშაოს არ ქონით, და გაზრდილი გაყრის მაჩვენებლებით. შედეგები ციფრებშია ასახული: მამაკაცთა 64%-ს აქვს პირადი ან პროფესიული პენსია, ხოლო ქალების 38%-ს. 1998/9 წლებში დაოჯახებულ მამაკაცებმა კვირაში სახელმწიფო პენსია 80,42 ფუნტი აიღეს და პროფესიული პენსია კვირაში 88 ფუნტი. მაშინ როცა დაოჯახებულმა ქალებმა კვირაში 58,14 ფუნტი აიღეს სახელმწიფო პენსია და 16 ფუნტი პროფესიული. მარტოხელა ქალთა მეოთხედი ცხოვრობს სრულ სიღარიბეში.
•    მოზამბიკაში სახელმწიფო სტატისტიკის ინსტიტუტის მიხედვით 668000  60 წელს გადაცილებული ქალი ითვლება. მათგან უმრავლესობას არანაირი სოციალური დახმარება არ გააჩნიათ. სერიოზული პრობლემა იქმნება საიდენტიფიკაციო საბუთების უქონლობითაც.
დასკვნა:
1998 წელს საბჭომ აღშფოთება გამოთქვა ქალებისთვის ადრეულ საპენსიო ასაკზე ჩეხეთსა და ბულგარეთში. 1999 წელს საბჭომ მოუწოდა ესპანეთს ყურადღება მიექციათ საპენსიო ასაკის ქალბატონებისათვის. 2001 წელს საბჭომ ყურადღება მიაქცია საპენსიო ასაკის განსხვავებას ქალსა და კაცს შორის ვიეტნამში. აგრეთვე მოუწოდეს ყველას, რომ გადაეხედათ თავიანთი კანონებისთვის და გაეთანაბრებინათ საპენსიო ასაკი ორივე სქესისათვის. 2002 წელს საბჭომ ისლანდიასაც მოუწოდა გადაეხედა თავისი საპენსიო კანონებისთვის ქალებთან მიმართებაში.
ასევე 2000 წელს საბჭომ გააპროტესტა ხანდაზმულ ქალთა უმრავლესობის უმუშევრობა კაცებთან შედარებით.
პუნქტი 12 – ჯანმრთელობა
უამრავ ქვეყანაში ძალიან ცოტა ადამიანი არსებობს ვინც სიბერის დაავადებებს მკურნალობს, სიბერის დაავადებების გამოსაკვლევად დაფინანსებაც ნაკლებია. ძალიან ბევრ ხანდაზმულ ქალს არ გააჩნია სოციალური დაზღვევა და არ შეუძლიათ თავიანთი სახსრებით მკურნალობა, განსაკუთრებით პროვინციებში.
•    ტანზანიაში ძალიან რთულია უფასოდ მკურნალობა, თავიანთი უსუსურობის გამო არ შეუძლიათ ბრძოლა უფასო მკურნალობისთვის. ასევე ხანდაზმულებს არ მკურნალობენ შიდსის ვირუსზე.
•    დიდ ბრიტანეთშიც არასაკმარისია სოციალური და სამედიცინო დახმარება. განსაკუთერბი ქალებია ცუდ მდგომარეობაში, რადგან ისინი წარმოადგენენ ხანდაზმულთა მასას და მათ ხშირად ესაჭიროებათ დახმარება.
•    საბჭოს მიერ ადრე შედგენილ ზოგად ინსტრუქციებში #24 (1999) ქალთა ჯანმრთელობის შესახებ აღნიშნული იყო ყურადღება გაემახვილებინათ სამედიცინო-სანიტარულ მომსახურებაზე (პუნქტი6), და კერძოდ სამედიცინო მომსახურების პირობებზე ხანდაზმულ ქალებში(პუნქტი 24). საბჭო დაჟინებით მოუწოდებს სამთავრობო პარტიებს მიიღონ სათანადო ზომები რათა ხანდაზმულმა ქალებმა მიიღონ კუთვნილი სამედიცინო მომსახურება (პუნქტი24).
დასკვნა:
2001 წელს საბჭომ გამოთქვა შეშფოთება უდიერი მოპყრობისათვის სამედიცინო დაზღვევაზე ნიდერლანდებში.
პუნქტი 13 – ფინანსები
კრედიტის გასაცემად ასაკობრივი ზღვარი არსებობს და ხანდაზმულ ადამიანებს არ შეუძლიათ კრედიტით სარგებლობა.
•    საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ხანდაზმული ქალები არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებიან. გენდერული განსხვავება ხშირია როცა გასცემენ კრედიტებს სოფლის მეურნეობისათვის. კრედიტების არ ქონის შედეგად მათ არ აქვთ საშუალება შეიძინონ თანამედროვე ტექნოლოგიები.
პუნქტი 14 – პროვინციელი ქალები
ბევრ ქვეყანაში ხანდაზმულ ქალთა უმრავლესობა პროვინციებში ცხოვრობს. სადაც თითქმის შეუძლებელია სხვადასხვა მომსახურებებით სარგებლობა მანძილის ან სიღარიბის გამო. უამრავი ქალი მიტოვებულია თავიანთი შვილების მიერ და დამოუკიდებლად უწევთ თავის რჩენა.
•    ბოლივიაში პენსიის ასღებად საჭიროა მიხვიდე ბანკში, რაც ითხოვს გამგზავრებას რომელიმე დიდ ქალაქში. ვინც შორს ცხოვრობს ქალაქიდან მათთვის ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა ტრანსპორტის, კვების, ცხოვრების, აგრეთვე პრობლემებთან როგორებიცაა ენის პრობლემა, კლიმატის და სიმაღლის.
უამრავ ხანდაზმულ ქალბატონს პირადობის მოწმობა არ გააჩნია ბოლივიაში და ესე იგი მათ სახელმწიფო არ ცნობს.
დასკვნა:
2001 წელს ლიტვაში გამოითქვა შეშფოთება, რომ ხანდაზმულ მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება პენსიაზე, სამედიცინო მომსახურებასა და კულტურულ სფეროებზე.
პუნქტი16 – საკუთრება და მემკვიდრეობა
ქვრვი და შინაბერა ქალების დაჩაგვრა უფრო ადვილია და ამიტომაც მათზე დისკრიმინაცია ხშირია. ძირითადად საკუთრების გამო.
•    ტანზანიაში ეს განსაკუთრებით ცხადლივ ჩანს. ჩვეულებრივი კანონები უარყოფენ ქვრივების უფლებას საერთო აქტივებზე (მიწა ან სახლი). ამიტომ ასეთი კანონები წინააღმდეგობაში მოდიან ისეთ კანონებთან როგორიცაა ქორწინებასთან არსებული მიწის ფლობის კანონი, დისკრიმინაცია ქალებსა და გოგონებზე. არ არსებობს საერთო მემკვიდრეობის კანონი, რომელიც ტანზანიელებზე ერთნაირად განხორციელდება. მემკვიდრეობა რეგულირდება უამრავი კანონით, რომელიც ვრცელდება შემდეგი ნიშნებით: რელიგიურობით, ტომობრივი წარმომავლობით და სხვ.
•    ეთიოპიაში ხანდაზმულ ქალთა უმრავლესობა ძალადობის ნიადაგზე იძულებულია დატოვოს სახლი და საცხოვრებლად დიდ ქალაქში გადავიდეს, სადაც ის თავს მათხოვრობით ირჩენს.