http://www.awa.org.ge


რამდენი წლისა ხართ? 80-ის.ო, თქვენ ახალგაზრდა ყოფილხართ, მაშ დაბრძანდით ამ ადგილზე. მე 85-ის ვარ.(დიალოგი ავტობუსში) დღეს საკამათო აღარ არის, რომ დედამიწაზე ყველაზე ხანგრძლივად ცხოვრობენ იაპონელები. შრომისა და სოციალური დაცვის სამინიტროს მიერ 2005 წელს გამოქვეყნებული შედეგების თანახმად იაპონელი კაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 78,53 წელს (ისინი ჩამოუვარდები- ან მხოლოდ ისლანდიელ კაცებს), ხოლო ქალები რეკორდსმენები არიან (85.49 წ).
ბოლო პერიოდში, როცა საუბრობენ ხანდაზმულებზე, იაპონელები ამბობენ ”ვერცხლის ასაკზე”, (ინგლისურიდან -silver age) და უნდა ითქვას, რომ ეს ადამიანები ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით და გამოიყურებიან შესანიშნავად. იაპონური ანდაზა “ახლის შესწავლისას მიმართე ძველს” კარგად ასახავს თაობათა შორის კავშირებს იაპონიაში და გასაგებს ხდის უფროსების მიმართ კულტის არსებობას.
ყველა წარმატება, რასაც მიაღწია II მსოფლიო ომის შედეგად დანგრეულმა ქვეყანამ, შექმნილია იმ თაობის მიერ, რომელიც დღეს 70 წელს არის გადაცილებული და ამიტომ, ხანდაზმულ ადამიანთა პატივისცემის დღე (კეირო-ნო ჰი ) ყველაზე ნათელი და საყვარელი დღესასწაულია.
”მოხუცთა დღის” საზეიმოდ აღნიშვნა პირველად მოითხოვა 1947 წელს მასაო კადოვაკიმ, ჰიოგოს პრეფექტურის ერთი პატარა სოფლის თემის უფროსმა. საზეიმო დღედ შეარჩიეს 15 სექტემბერი-მოსავალიც აღებულია და ამინდიც ძალიან კარგია. მოიწვიეს უხუცესთა საბჭო და დღესასწაულის დევიზად დაამტკიცეს : ”გავაუმჯობესოთ ცხოვრება სოფელში, ვისწავლოთ სიბრძნე მოხუცებისაგან, პატივი ვცეთ მათ და გავიზიაროთ მათი გამოცდილება”.  1950 წლიდან დღესასწაულის აღნიშვნის იდეა აიტაცეს სხვა სოფლებმაც და მალე მან მოიცვა მთელი ქვეყანა. შემდგომში სახელწოდება ”მოხუცთა დღე” არაეთიკურად სცნეს და ის 1964 წლიდან შეცვალეს ტერმინით ”ხანდაზმულთა დღე”. 1966 წლიდან კი გადაიქცა ეროვნულ დღესასწაულად და მას უწოდეს ”ხანდაზმულ ადამიანთა პატივისცემის დღე.”
2003 წლამდე ”ხანდაზმულ ადამიანთა პატივისცემის დღე” აღინიშნებოდა 15 სექტემბერს. 2003 წელს, ეროვნული დღესასწულების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ დაადგინეს ყოველი სექტემბრის მესამე ორშაბათი. ამით აპონელებს ოფიციალურად მიეცათ დასვენებისა და თავისი საყვარელი მოხუცებისთვის მილოცვისა და დასაჩუქრების საშუალება.   ”ხანდაზმულ ადამიანთა პატივისცემის დღე” გადაიქცა ყურადღების ობიექტად არამარტო ხანდაზმულთა ნათესავებისა და ახლობლებისათვის, შვილებისა და შვილიშვილებისათვის. სავაჭრო ქსელი სთავაზობს საქონლის უზარმაზარ არჩევანს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით, სამედიცინო დაწესებულებები ატარებენ უფასო სამედიცინო გამოკვლევებს, საქველმოქმედო, სახელმწიფო და სხვადასხვა საზოგადოებივი ორგანიზაციები გასცემენ ფულად დახმარებებს, სკოლები და შემოქმედებითი კოლექტივები აწყობენ კონცერტებს. ზოგიერთი მსხვილი სპორტული და ფიტნეს-ცენტრი პატიჟებს ”ვერცხლის ასაკის” ადამიანებს უფასოდ ეწვიონ საუნებსა და აუზებს, საპარიკმახეროები უკეთებენ უფასო ვარცხნილობებს.
უძველესი იაპონური ტრადიციის თანახმად, 5-ჯერ 12-წლიანი ცხოვრების ციკლის გავლის შემდეგ, ადამიანი უბრუნდება ჩვილობის ასაკს. ამის აღსანიშნავად შვილები და შვილიშვილები მოხუცებს ჩუქნიან წითელ ჟილეტებს და პატარა ქუდებს. ასეთი საჩუქარი შეიძლება მიიღოს სამსახურში ბოსმა ან მენეჯერმა , ან პროფესორმა სტუდენტებისაგან. შემდგომში, ”ჩვილის” ასაკის მატებასთან ერთად ჟილეტის ფერი იცვლება- 70 და 77 წლის ასაკში -იასამნის ფერი, 80-, 88- და 90 წლის ასაკში ჩუქნიან ყვითელს, 99 წლისა თეთრს.
რამდენმა იაპონელმა მოირგომ უკვე თეთრი ჟილეტი? შრომისა და სოციალური დაცვის სამინიტროს მიერ 2005 წელს გამოქვეყნებული შედეგების თანახმად 100 წელს გადაცილებულ იაპონელთა რიცხვმა შეადგინა 25 554. ანუ, ყოველ 100 000 იაპონელზე მოდის 20 ხანდაზმული ადამიანი.
ადგილები ”ხანდაზმული ადამიანებისათვის” ხდება სულ უფრო მოთხოვნადი იაპონიაში.
ობიექტური სტატისტიკა ამტკიცებს, რომ მოსახლეობის 20 % 65 წელზე ასაკიანია. ნაცია ბერდება და საზოგადოება დგება იმ გარდაუვალი ვალდებულების წინაშე, რომ უზრუნველყოს ხანდაზმულთათვის ღირსეული სიბერე, სამედიცინო მომსახურება და მოვლა, პენსიებისა და დახმარებების გადახდა, მათი გარანტირებული ფინანსური და პიროვნული უსაფრთხოება. 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>