http://www.awa.org.ge


ხანგრძლივი სიცოცხლე - კარგი ჯანმრთელობის მაჩვენებელია. მოსახლეობის დაბერება მთელ მსოფლიოში, განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში, ჯანმრთელობის გაუმჯობესების მაჩვენებელია. მსოფლიოში აღირიცხება 650 მლნ ხანდაზმული ანუ 60 წელს გადაცილებული ადამიანი. პროგნოზების მიხედვით, 2050 წლისათვის ”თეთრთმიანი” ადამიანების რაოდენობა მიაღწევს 2 მლრდ-ს.
თუმცა, ამ პოზიტიურ ტენდენციას თან ახლავს განსაკუთრებული ამოცანები, რომლებიც დგება 21-ე საუკუნის ჯანდაცვის წინაშე. მოხუცების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო მუშაკებისა და საზოგადოების მომზადება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვის სპეციალისტების სწავლება მოხუცებისათვის დახმარების აღმოჩენის, სიბერეში განვითარებული ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკისა და მართვის, ხანგრძლივი მოვლის მყარი სტრატეგიის განსაზღვრის, ასევე ხანდაზმული ადამიანებისათვის კეთილსასურველი გარემოსა და შესაბამისი სამსახურების შექმნისათვის. 
ფაქტი 1
მოსახლეობის დაბერება გლობალური მოვლენაა. მსოფლიოს ხანდაზმული მოსახლეობა - 60 წელს გადაცილებული ადამიანები - ეს ყველაზე სწრაფად მზარდი ასაკობრივი ჯგუფია. 2050 წლისათვის მოხუცებულთა 80%-ზე მეტი იცხოვრებს განვითარებად ქვეყნებში. მოსახლეობის დაბერება მიმდინარეობს სწრაფი ურბანიზაციის პარალელურად. 2007 წლისათვის ქალაქებში ცხოვრობს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი. როგორც მოსალოდნელია, 2030 წელს ეს მაჩვენებელი გადააჭარბებს 60%-ს.
ფაქტი 2 
მოსახლეობის დაბერება თანამედროვე საზოგადოების გამარჯვებად ითვლება. იგი გულისხმობს ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას მთელს მსოფლიოში, მაგრამ ამავდროულად აყენებს განსაკუთრებულ ამოცანებს განვითარებული ქვეყნების წინაშე. 2005 წელს სიცოცხლის მოსალოდნელმა ხანგრძლივობამ ისეთ ქვვეყნებში, როგორიცაა იაპონია და საფრანგეთი, უკვე გადააჭარბა 80 წელს. განვითარებულ ქვეყნებში იგი ასევე იზრდება: შეიძლება ითქვას, დღეს ი კოსტა-რიკაში, ლიბანში, ტაილანდში, ჩილეში, შრი-ლანკაში ან იამაიკაში დაბადებული ბავშვი ცოცხლებს 70 წელზე მეტს. 
ფაქტი 3
სიცოცხლის სხვადასხვა ხანგრძლივობისაგან გამომდინარე ცხადია, რომ მნიშვნელოვან უთანასწორობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ისევ აქვს ადგილი. ასე მაგალითად, იმ დროს, როდესაც იაპონიაში მოსალოდნელია მსოფლიოში ყველაზე დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობის არსებობა (82,2 წელი), აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი მთელი 40 წლით ნაკლებია.
ფაქტი 4
ასევე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უთანასწორობა ქვეყნების შიგნით. მაგალითად, მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა ადამიანების ჯგუფში, რომლებსაც უკავიათ უფრო მაღალი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, 20 წლით უსწრებს ანალოგიურ მაჩვენებელს იმ ჯგუფებში, რომლებსაც უფრო დაბალი სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობა უჭირავთ. 
ფატი 5
მოსალოდნელია, რომ 2050 წლისათვის სიკვდილობის ყველა შემთხვევათა დაახლოებით 80% განვითარდება 60 წელზე მეტი ასაკის პირებში. ასაკის მატებასთან ერთად ჯანდაცვაზე გათვალიწინებული დანახარჯები გაიზრდება და ყველაზე კონცენტრირებული გახდება სიცოცხლის უკანასკნელ წელს, მაგრამ რაც უფრო დიდხანს ცხოვრობს ადამიანი, მით უფრო ნაკლებად კონცენტრირებულია დანახარჯები ამ პერიოდში. სიკვდილის ასაკის გადაწევას ჯანსაღი დაბერების გზით სიცოცხლის დასასრულისათვის მომზადების შესაბამის სტრატეგიებთან ერთად, შეიძლება მოყვეს სამედიცინო დახმარების ხარჯების მნიშვნელოვანი ეკონომია.
ფატი 6
ჯანმრთელ ხანდაზმულ ადამიანებს საკმაო სარგებელი მოაქვთ თავისი ოჯახისათვის, თემისა და ეკონომიკისათვის. ჯანმრთელობაზე გამოყოფილ ინვესტიციებს მთელი ცხოვრების მანძილზე მოაქვს დივიდენდები თემებისათვის მთელს მსოფლიოში. ჯანმრთელობის განმტკიცების მიზნით ქცევის სარისკო ფორმებზე უარის თქმა არასდროს არ არის გვიან. ასე, მაგალითად, იმ ადამიანებში, რომელთაც მიატოვეს მოწევა 60-დან 75 წლის ასაკში, ნაადრევი სიკვდილის რისკი ქვეითდება 50%-ით.
ფაქტი 7 
თემის დონეზე მოხუცებისათვის ეფექტურ პირველად სამედიცინო დახმარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობის განმტკიცების, დაავადებების პროფილაქტიკისა და ქრონიკული დაავადებების მართვაში სხვაზე დამოკიდებულ და სუსტ პაციენტებში. ჩვეულებრივ, ხანდაზმული ადამიანებისათვის სამედიცინო დახმარების საკითხებში სამედიცინო მუშაკების მომზადებას საკმაოდ ნაკლები ყურადღება ეთმობა. თუმცა, მედიკოსები სულ უფრო მეტ დროს დახარჯავენ მოსახლეობის ამ ჯგუფისათვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად და ჯანმო-ს აზრით, მათ უნდა გაიარონ სწავლება დაბერების საკითხებში, მიუხედავად მათი სპეციალიზაციისა.
ფაქტი 8
განსაკუთრებული სიტუაციები და უბედური შემთხვევები მძიმე ზემოქმედებას ახდენს მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ფენებზე, მათ შორის მოხუცებზე. მაგალითად, ინდონეზიაში მსხვერპლის ყველაზე დიდი რაოდენობა 2004 წელს ინდოეთის ოკეანეში განვითარებული ცუნამის შედეგად იყო 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანებს შორის, ხოლო 2003 წელს ევროპაში განვითარებული სიცხეების გამო მსხვერპლის უმეტესობა 70 წელზე მეტი ხნის იყო. აუცილებელია, სასწრაფოდ იქნას შემუშავებული მოხუცი ადამიანების დაცვის სტრატეგია განსაკუთრებული სიტუაციების დროს. 
ფაქტი 9
ხანდაზმულ ასაკში მატულობს დაცემის რისკი, ხოლო ტრავმის შედეგები სულ უფრო სერიოზული ხდება. ამას მივყავართ სერიოზულ ჯანდაცვით, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ხარჯებამდე. 2001-2002 წწ ავსტრალიის ჯანდაცვის სისტემის ხარჯებმა 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანების დაცემით გამოწვეული ტრავმების მკურნალობასთან დაკავშირებით შეადგინა, საშუალოდ, 3611 აშშ დოლარი ერთ ადამიანზე.
ფაქტი 10
მოსახლეობის დაბერებისა და სოციალური დინამიკის ცვლილებების კვალად, სულ უფრო ხშირად ხდება ხანდაზმული ადამიანებისადმი ცუდი დამოკიდებულების გამოვლენა. ჯანმო-ს შეფასებით, ხანდაზმული ადამიანების 4-6% მსოფლიოში განიცდის ამა თუ იმ ფორმით ცუდ დამოკიდებულებას (ფიზიკურს, ფსიქოლოგიურს, ემოციურს ან ფინანსურს) ან ყურადღების დეფიციტს. ხანდაზმული ადამიანებისადმი ცუდი მოპყრობა ითვლება ადამიანების უფლებების შელახვად.

http://www.who.int/en/

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>