http://www.awa.org.ge


 2050 წლისთვის მსოფლიოში 60 წლისა და მეტი ხნის ადამიანთა რაოდენობა გაორმაგდება, იგი რეკორდულ 21% მიაღწევს, რაც 2 მილიარდი ადამიანია. მთავრობის წევრები ხანდაზმულთა სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის, საზოგადოებრივ განვითარებაში  მათი მონაწილეობისა და ხანდაზმულ ადამიანთა უფლებების დაცვის თაობაზე შეშფოთებას გამოხატავენ.

ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საკითხები, მათზე ყურადღების გაზრდის მიზნით მსოფლიო დღის წესრიგში დგას. 2010 წლის დკემბერში გენერალურმა ანსამბლეამ ღია სამუშაო ჯგუფი დაარსა, რომლის მიზანიცაა ხანდაზმულთა უფლებების დაცვის გაძლიერება, შესაძლო პრობლემების გამოვლინება და მათი გადაჭრის საუკეთესო გზების მოძიება წარმოადგენს (დადგენილება A/RES/65/182).

გარდა აღნიშნულისა, მისი მიზანია ხანდაზმულთა მიჩნევა-აღიარება საზოგადოების      აქტიურ წევრად და არა მარტო იმ ადამიანთა კატეგორიად აღიარება, ვისაც მხოლოდ ქველმოქმედება და მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესება სჭირდება.... უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად 80 წელს გადაცილებულ ქალთა რაოდენობა საგრძნობლად აჭარბებს მამაკაცებისას.. ეს თანაფარდობა თითქმის ერთი ორზეა და თანაც ისინი ყველაზე უმწეონი არიან, აწყდებიან უფრო მეტ სოციალურ უსამართლობებს, ნაკლებად მონაწილეობენ საზოგადოებრივ საქმიანობაში და სარგებლობენ ნაკლები შესაძლებლობებით.

 დღეს, როცა გაბატონებული კულტურა ახალგაზრდობისკენაა  მიმართული, ხანდაზმულები უფრო მზარდ იზოლაციასა და მარგინალიზაციას განიცდიან.   სწორედ ამან მიგვიყვანა იმ სიტუაციამდე, როცა არ არსებობს კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც ხანდაზმულთა უფლებების დაცვას შეეხება. ის რაც გაგვაჩნია. მხოლოდ ადამიანთა უფლებების უნივერსალურ ხელშეკრულებებს ეხება და იგი ხანდაზმულებს, როგორც საზოგადოების განსაზღვრულ სეგმენტს არ მოიცავს.

 შემდეგი სერიოზული პრობლემა, რომელიც ხანდაზმულთა უფლებების დაცვას ეხება, სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. თუ ახლო მომავალში, ამასთან დაკავშირებით რაიმე ზომები არ იქნა მიღებული, მაშინ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ხანდაზმულთა წილი 2050 წლისათვის  შედარებით ნაკლებგანვითარებულ ქვეყნებში 63% დან 78%-მდე გაიზრდება.

  კონსენსუსი პრობლემებზე, მაგრამ არა პასუხებთან მიმართებაში

 პირველი სამუშაო სესია ამის თაობაზე 2011 წლის 21 აპრილს შედგა, 4 დღიანი სესია ჯგუფური გამოსვლებითა და დისკუსიებით მოიცავდა ხანდაზმულთა უფლებების დაცვის საკითხებს. ექსპერტებმა, რომლებიც საზოგადოების სხვადასხვა  ფენებს, სხვადასხვა გამოცდილებისა და წარმომავლობას განასახიარებდნენ, გაანალიზეს ადამიანთა უფლებების  დაცვის საერთაშორისო და რეგიონალური მექანიზმები, წარმოადგინეს ბოლო მოვლენების შესახებ ინფორმაციები და ამავდროულად განსაზღვრეს ამ სისტემაში არსებულ პრობლემათა რაოდენობა.

 სესიამ წარმოაჩინა ბევრი ქვეყნის, ენჯეოების, გაეროს სააგენტოების, შიგა სამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელ ექსპერტთა შორის ადამიანთა უფლებების კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე შემუშაობისათვის თანხმობა. იგი ერთნაირად ეხება, როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს, რომლებიც მოხუცებულობის ასაკში შედიან. მიუთითა ასევე იმასაც, რომ არ არსებობს რაიმე კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც მოსახლეობის ამ სეგმენტს ეხება და რომ ძალზე მცირე დოკუმენტაციაა, რაც მიმართულია პირდაპირ ამ ასაკობრივ კონტიგენტზე.

 გამოითქვა შეშფოთება ასაკობრივი დისკრიმინაციის, ძალადობისა და გულგრილობის თაობაზე, რომლის პასუხადაც ხანდაზმულთა შესაძლებლობების  გაფართოება მათი უფლებების დაცვის მხრივ და განვითარების პროცესებში მათი მონაწილეობა მიიჩნევა.

რამდენიმე დელეგაციამ, ექსპერტმა და ენჯეომ ხაზი გაუსვა იმ დოკუმენტის აუცილებლობის მნიშვნელობას, რომელიც ხანდაზმულებს ეფექტურ დაცვას შესთავაზებს. მათ შორის იმ პირდაპირ ვალდებულებებს, და იმ გარანტიებს, რომლებიც უკან დასაცავ უფლებებს არ გაიწვევს.

 დასასრულს იყო ხანდაზმულთა უფლებების პრობლემის პასუხად რამდენიმე წინადადებაც, მათ შორის ხანდაზმულთა უფლებებზე ახალი საერთაშორისო კონვენცია და იყო სპეციალური მომხსენებელიც, რომელიც ხანდაზმულთა უფლებებს სპეციალურად შეისწავლის. გაკეთებული იქნა მოხსენებაც დაბერების შესახებ მადრიდის საერთაშორისო მონიტორინგის (MIPAA)-ს მოქმედების გეგმის ეფექტურობისთვის.. ამ ფორმატში არსებული დოკუმენტების  უფრო ეფექტურად გამოყებებისათვის. ეროვნული მონაცემების შეგროვების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ეროვნული კონტროლის მექანიზმების დესეგრაციისათვის. გადაწყდა, რომ მოხდება მათი განახლება და გაუმჯობესება.

კონკრეტულ საკითხებსა და უფლებებზე მიმართვა

მეორე სამუშაო სესია 1-4 აგვისტოს ჩატარდება ნიუ-იორკში და იგი უფრო კონკრეტული საკითხების  და უფლებების საკითხებს ეხება. გაიმართება დისკუსიები და ინტერაქტიური დიალოგები იმ თემებზე, რომლებიც მრავალგზის დასმულია მსოფლიო მასშტაბით, ესენია: დისკრიმინაცია და მისი მრავალგვარი გამოვლინება, ჯანდაცვის უფლება, ძალადობის, შეურაცყოფისა  და სოციალური დაცვის საკითხი, იმსჯელებენ სიბერესა და იზოლაციაზე.

გარდა ამისა, იქნება პარალელური ღონისძიებებიც. რომლებიც ენჯეოების მიერ იქნება მომზადებული, თანაც ისეთ თემებზე, როგორებიცაა: უნარშეზღუდულთა უფლებები, პალიატიურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა, წაიკითხება ლექციები ,,უნარშეზღუდულ ადამიანთა უფლებების დაცვის კონვენციის პროცესებზე“, ,,უფლება ჯამრთელობაზე: ხანდაზმულებთან საუბარი“ და ლექცია თემაზე: ,,ძალადობა ხანდაზმულთა წინააღმდეგ“.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>